Thursday, January 26, 2012


სამწუხაროდ ზაფხულის მერე არაფერი შეგვიცლია და გაჩერებულია.

ზამთარში ასე გამოიყურებოდა

Friday, August 19, 2011

აგვისტო


აგვისტო ყველაზე ზანტი თვე გამოდგა. ფაქტიურად არაფერი წაგვიმატებია. მშენებლობა, გადახურვა და მოპირკეთება დასრულებულია. ახლა შემდეგირ აც დარჩა კარ-ფანჯარაა. ამიტომ სანამ კარ-ფანჯარა არ ჩაჯდება ვართ ასე გაჩერებული.

ხოდა აი ასე გამოიყურება ამჟამად sakhli.blogspot.com












Wednesday, July 13, 2011

18

18 დღე არ ვიქნები.
მიხვდით ახლა სადაც ვარ...


Friday, July 8, 2011

.

ამასობაში გრძელდება ჩვენი სახლის მიმდინარე სამუშაოები.
კიბე ჩავასხით და გამოვიდა მშვენიერი 21+1 საფეხურით. მონოლითური, რკინა ბეტონის...
სახლის გარშემო მთლიანად მორჩა აგურის მოპირკეთების სამუშაო...
ხის გამოსაკრავი აბშივკაც თითქმის ყველგან გამოეკრა სადაც სახლის სახურავი სახლის გარე კედლებზე გადმოდის.

დარჩა კარ-ფანჯარა.
მეტალო პლასტმასის. არჩევანი რა თქმა უნდა დიდია. სადაც რამე ადგილია ყველგან ამ მეტალო პლასტმასის ცეხებია გახსნილი.
თუმცა თუ მოთხოვნას უფრო მეტად ჩამოაყალიბებ ხარისხთან, ფერთან, წარმოშობის ქვეყანასთან დაკავშირებით, მაშინ აღმოჩდება რომ 4-5 კარგი მიმწოდებელი არსებობს, ვისაც უნდა ელაპარაკო კარ-ფანჯარაზე.
მოკლედ, ჩვენ ვფიქრობთ გერმანულ, ხის მუქი ფაქტურის კარ ფანჯარაზე. ალბათ გერმანული.
რამდენიმე შეხვედრა გვქონდა რეჰაუს და ალბატროსის ოფისებში. დიორ თავიდანვე ძალიან გვეძვირა. იგივე პროდუქტები აქვს დიოს 1.5 ჯერ უფრო ძვირად.



















Friday, July 1, 2011

წავკისის ველი / Tsavkisi Valley

ორი დღის წინ წავკისში ვიყავი, წავკისში კი არა და პირდაპირ წავკისის ველში თუ ველზე, ან ველად.. არ ვიცი რომელია უფრო სწორი.
ეს პროექტი შორეულ 2007 წელს დაიწყო. მაშნ მქონდა პირველი შეხება. მახსოვს ლატვიელი ბიზნესმენები იყვნენ ჩამოსული, ახალგაზრდა, ევროპული განათლებისა და შესახედაობის მოწიფული მამაკაცები :) როგორც ჩანს ვიღაც ბებერი ტიპების ფული ჰქონდათ, სოლიდური ინვესტიციები, თავს საინვესტიციო სააგენტოს უწოდებდნენ და ფულის უძრავ ქონებაში დაბანდება გადაწყვიტეს. იმ დროს კი საქართველოში უძრავი ქონების ბუმი იყო...
კატასტროფული სიჩქარით იყიდებოდა ბინები. ხოდა ამათაც რამდენიმე სამშენებლო კომპანიასთან დაიჭირეს საქმე, ერთ-ერთი იყო წავკისის ველი, რომელიც მაშნ იდგამდა ფეხს, სულ ახალი წამოწყება იყო ეს ორგანიზებული საცხოვრებელი ვილების ტიპის სივრცის მოწყობა...
მერე ამ ლატვიელებმა ... თუმცა ეგ სხვა ამბავია.
რაც შეეხება წავკისის ველს, მე მაშინ ვფიქრობდი, რომ გაუჭირდებოდათ ამ პროექტის ბოლომდე წარმატებით გაყვანა. რატომღაც ყოველთვის დიდი უნდობლომა მქონდა სამშენებლო დეველოპერული კომპანიების. ხოდა გავიდა 4 წელი და მოვხდი ისევ წავკისის ველში ველზე ველად...
დამხვდა ძალიან ბევრი რამე გაკეთებული. შეიძლება ითქვას რომ მთელი ეს პროექტი დასკვნით ფაზაშია შესული. სახლების 70% გაყიდულია (ანუ აშენებულია ან შენდება).
წავკისის ველის მიდგომა როგორც გავარკვიე ასეთია. მყიდველი მიდის და ყიდულობს მიწის ნაკვეთს. შემდეგ კომპანია სტავაზობს მას არქიტექტორის მომსახურებას ინდივიდუალურად. კეთდება პროექტი, რომელსაც აქვს რაღაც კონკრეტული მოთხოვნები დეველოპერისაგან. მაგალითად სახლი არ შეიძლება იყოს 2.5 სართულზე (2 სართული და მანსარდა) მაღალი, ასევე ღობის სიმაღლე და დიზანია და სხვა. ეს ყველაფერი ხელს უწყობს იმას რომ ეს სივრცე ძირითადად ერთ სტილშია გადაწყვეტილი, თუმცა სახლების პროექტები და დიზაინი სიზუსტით არ მეორდება. შემდეგ ხდება ხარჯთაღრიცხვის შედგენა და იწყება მშენებლობა.

ამ ყველაფრის მინუსები ისაა რომ:

1. პროდუქტი ძვირია. საიტზე შეგიძლიათ ნახოთ ფასები. მაგალითად 1100 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ზედ აშენებული საცხოვრებელი სახლით საერთო ფართი 226 კვ.მ. პროდუქტის ღირებულება 271 000 აშშ დოლარი. გამოდის რომ სახლის ერთი კვადრატული მეტრი არის 1200 დოლარი.

2. ხელოვნურად შექმნილი საცხოვრებელი გარემო, სადაც შემდგომი ბუნებრივი განვითარებისათვის სივრცე თითქმის აღარაა დარჩენილი. ანუ განაშენიანება მჭიდროა და წინასწარ დაგეგმარებული. რაც რომ შედიხარ ცოტა ხელოვნურობის შეგრძნებას იწვევს. ცოტა ძნელი ასახსნელია ეს რას ნიშნავს, მაგრამ სანამ არ მოხვდები ასეთ გარემოში შეიძლება ვერ გაიგო. მე ყოვლ შემთხვევაში გამიჩდა ეს შეგრძნება.

3. რაც არ მომეწონა პროექტების, მიუხედავად ამხელა ეზოებისა, გარკვეული სიმყუდროვე ნამდვილად აკლდა. ანუ, ეს უფრო ამერიკული ტიპის ცხოვრების წეია, როცა ყველაფერი ხელისგულზე ჩანს. როცა შენს ეზოში მდგომი თავისუფლად ხედავ და ეკონტაქტები მარჯვნივ 3 და მარცხნივ კიდევ 3 მეზობელს. შეიძლება იქ მართლაც არის მყუდრო ,,ჩატეხილი ეზოებიც'' მაგრამ მე ვერ დავიჭირე ეს მომენტი ყოველ შემთხვევაში. და როგორ კონსერვატიულადაც არ უნდა ჟღერდეს, ქუჩიდან შენი ბასეინი არ უნდა ჩანდეს მგონი.

ამ ყველაფრის დადებითი ისაა რომ:

1. გაქვს კარგი საცხოვრებელი სახლი პრესტიჟულ დასახლებაში;
2. გყავს მაღალი სოციალური ჯგუფის მეზობლები.
3. არის კეთილმოწყობილი და მოვლილი გარემო.
4. სრულიად მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა.
5. თბილისის ცენტრიდან სულ 10 წუთის გზა და კარგი ხედები. (თუმცა ამბობენ ასაკთან ერთად ჭირს ზევით ქვევით სიარულიო).

ყველა დადებითი და უაყოფითი მხარეების მიუხედავად ადამიანმა უნდა იცხოვრო ისეთ გარემოში და ისეთ სახლში რომელიც შენ ყველაზე მეტად განიჭებს სიამოვნებას და არ არსებობს არანაირი სტანდარტი და დადგენილი ნორმა თუ როგორი უნდა იყოს ის... მთავარია თავს ციხესიმაგრეში გრძნობდე.

ესეც სურათები ობიექტიდან:



















სიმართლე რომ ვთქვა მე აქ მხოლოდ ერთი სახლი მომეწონა, ისიც ერთსართულიანაია და ფოტოზე ცუდად ჩანს ღობის გამო.
დანარჩენი ჩვეულებრივი სალხებია, თითქმის არაფრით გამორჩეული.

მე სახლში პირველ რიგში ხასიათს და პატრონის მუღამი უნდა დავინახო, და მერე უკვე კვადრატული მეტრები....

Tuesday, June 28, 2011

ინტერიერის შტრიხები

ერთ-ერთ ყველაზე საინტერესოდ კიდევ მიმაჩნია ბიბლიოთეკის დაგეგმვა.
და საერთოდ წიგნების თემა სახლში. ანუ ზუსტად ვიცი, რომ გვექნება ძალიან ბევრი თაროები და ბევრ სხვადასხვა ადგილას. ასევე რამდენიმე საინტერესო წიგნის საკითხავი კუთხე. წიგნის თაროების სიმრავლე მართლა წიგნების სიმრავლითაა გამოწვეული, იმიტომ რომ სადაც ვცხოვრობთ იქ არ გვეტევა წიგნები არსად და აწყვია ყველგან, სამზარეულოში, საძინებელში, ,,ზალაში'' (ყველაზე მეტი), ლოჯიაში, ჰოლში სადაც ღუმელთან სავარძელი დგას და წიგნის მაგიდა (ჟურნალების მაგიდას მგონი უფრო მართებულია წიგნის მაგიდას თუ დავუძახებთ).
ერთადერთი ადგილი სადაც წიგნები არ დევს არის სააბაზანო და ტუალეტი. თუმცა ერთგან, სტუმრად ყოფნისას ვნახე რომ საკმაოდ დიდ ტუალეტის ოთახში ქონდათ ასევე წიგნის თარო, პატარა, დაბალზე დამონტაჟებული, რომელშიც ელაგა დიდი საბჭოთა ენციკლოპედიის ტომები. :))))
საინტერესო გადაწყვეტაა :)))
ისედაც მოგეხსენებათ ტუალეტში ბევრს უყვარს წიგნის კითხვა (განსაკუთრებით ვინც ბევრ დროს ატარებს). ამიტომ ამის დამალვას ადამიანებმა ამჯობინეს უფრო კომფორტული გაეხადათ ეს პროცესი :)))) და იქვე მიალაგეს წიგნები.






Monday, June 27, 2011

კიბე 2

აი რამდენიმე გენიალური კიბე.


Thursday, June 23, 2011

/ კიბე / Stairs /

მოვიდა დრო გავაკეთოთ კიბე.

აქამდე მეორე სართულზე მოსახვედრად ვიყენებდით ხელით გაკეთებულ ხის კიბეს, რომელიც ისეთი კაპიტალური იყო ბევრ სახლს შეშურდებოდა :))).
ეს კიბე ჯერ უკანა ეზოდან გვქონდა აივანზე მიდგმული.





მერე როცა უკან პირველი სართულის გადახურვა გავაკეთეთ ეს კიბე იქიდან ვეღარ ედგმებოდა და სახლის გვერდიდან, პირდაპირ ვიტრაჟის ცარიელ სივრცეში შევაყოფინეთ თავი და მივადგით მეორე სართულის იმ ადგილს, საიდანაც სახლის ე.წ. შიდა აივანია და პირველ სართულზე ჩამოსახედი.





საბოლოოდ მივუახლოვდით ეტაპს როცა უნდა მოხდეს კარ-ფანჯრის ჩასმა. ამით სახლი შეიძლება დასრულებულად მივიჩნიოთ, ანუ ძირითადი სამშენებლო სამუშაოები, შავი კარკასი.

მაგრამ კარ-ფანჯრის ჩასმის შემდეგ ამ მიდგმულ კიბეს ვეღარ გამოვიყენებთ.
გაგიკვირდებათ და ჩვენს სახლს პროექტით აქვს გათვალისწინებული კიბე. ნამდვილი ბეტონის მყარი კიბე, რომელიც პირველ სართულს მეორე სართულთან აკავშირებს.

გაგიკვირდებათ და ეს კიბე არ არის გარედან სახლის (როგორც მაგალითად ხაშურში აქვს ჩვენს სახლს). კიბე არის სახლის ინტერიერის ნაწილი.

გაგიკვირდებათ და კიბე არ ადის სამზარეულოდან, არც კაბინეტიდან, არც ,,ზალიდან''. კიბე ადის შემოსასვლელიდან. ანუ, სახლში რომ შევდივართ მთავარი კარიდან, იქვე გვხვდება მარჯვენა მხარეს კიბე. კიბესთან 2 ფანჯარაა განთავსებული, რაც უზრუნველყოფს რომ კიბე იყოს მუდმივად განათებული დღის შუქით.

კიბე იქნება რკინა ბეტონის. მონოლითურად ჩასხმული. კიბის ყალიბის (აპალოვკა) ასაწყობად ვიყიდეთ ლამინირებული ფანერკის (ქართულად არ ვიცი როგორაა) ნაჭრები, თითო 3 კვ.მ.



ვიყიდეთ 6 ცალი, თუ არ მეშლება. ეს ფანერის ნაჭრები დაიხერხა და ამით აიწყო კიბის ყალიბი, ქვედა ნაწილი. ეს დაგვჭირდა იმისათვის, რომ კიბის ქვედა ნაწილი იყოს ისეთივე როგორც კიბის ზედა ნაწილი და არა უბრალოდ ბრტყელი როგორც მაგალითად სადარბაზოს კიბის შემთხვევაშია.

ეს ინტერიერის ახირებაა რომ კიბე ასეთი იყოს. ნუ დაახლოებით ამას ვგულისხმობ რომ ვამბობ რომ ქვემოდანაც ისეთივე ,,საფეხურებიანი'' იქნება როგორც ზემოდან.



ჩვენი აწყობილი აპალოვკა და მასზე დალაგებულია რმატურა ასე გამოიყურება. ამაზე შემდეგ ზედა ნაწილი გაკეთდება, ანუ ვერტიკალურად ფიცრების დალაგება და სადაც ღია ნაწილი დარჩება იქიდან დაისხმება ბეტონი ყველა საფეხურზე ცალ-ცალკე. ეს რკინის არმატურა ზემოთ მეორე სართულზე დასხმული ფილის (პირველი სართულის ჭერის) არმატურის ქსოვილს ჩაება, რომელიც სპეციალურად იყო ამ მონაკვეთში მოშიშვლებულად დატოვებული. შესაბამისად კიბე მყარად იქნება ჩაჭიდებული პირველის ართულის ჭერზე (იგივე მეორე სართულის იატაკი) და ძირზე (პირველი სართულის იატაკი).

ჩვენი კიბე არის თითქმის 90 გრადუსით მოხვეული, ცოტა მეტითაც მგონი. და იქ სადაც უხვევს არ გვაქვს ე.წ. კიბის ,,პლაშადკა'' ანუ კიბის ბაქანი, არამედ პირდაპირ საფეხურებით ნელ ნელა უხვევს.












Friday, June 17, 2011

OBOBA

,,საოფისე''











ჩემი აზრით დღეისათვის თბილისში საუკეთესო ,,საოფისე'' შენობა არქიტექტურული თვალსაზრისით არის საბჭოთა პერიოდში აშენებული ეს შენობა და ისიც დღემდე სახელმწიფოს ეკუთვნის (ჯანდაცვის სამინისტრო).
მეორე ზუსტად ასეთი შენობა დგას ორთაჭალაში და იქ ფინანსთა სამინისტროა დღეს. ყოფილი ნუგზარ შევარდნაძის შენობა, სახელმწიფოს რომ აჩუქა მოგვიანებით.

ისე სულ ცოტა ხნით ამ ორთაჭალის შენობაში ჩვენი ოფისიც იყო ერთ სართულზე. მოკლედ ძალიან კარგი დასაგეგმარებელი შენობაა, შიგნით თითქმის ყველა კედელი იხსნება. ამ შენობის მზიდი კედლები არის ეს გარე კოლონები რომლებიც გარედან ჩანს და შუაში არსებული ლიფტების და კიბის შახტა. ვსა, გარშემო სრული თავისუფლებაა.

მოკლედ გვერდი გვერდ რომ იდგნენ სადმე კარგ არქიტექტურულ სივრცეში ეგეც ჩვენი თბილისური ტყუპები იქნებოდა....